"თუ ამას იზამს, ჩემპიონშიფის საუკეთესო მოთამაშე გახდება" - BBC ჩაკვეტაძეზე

ინგლისის ჩემპიონშიფის 2025-2026 წლების სეზონის დაწყების წინ BBC-მ სპეციალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც თითოეულ გუნდს გამოიკვლევს...

აგვ. 8, 2025 - 16:27
 0
"თუ ამას იზამს, ჩემპიონშიფის საუკეთესო მოთამაშე გახდება" - BBC ჩაკვეტაძეზე
ინგლისის ჩემპიონშიფის 2025-2026 წლების სეზონის დაწყების წინ BBC-მ სპეციალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც თითოეულ გუნდს გამოიკვლევს, მათ შორის „უოტფორდს“, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე წარმოადგენს.

გამოცემის აზრით, „უოტფორდს“ ამ სეზონში მაღალი მიზნების დასახვა შეუძლია, რადგან გუნდმა ძირითად მოთამაშეებს – ჩაკვეტაძეს, კვადვო ბაასა და იმრან ლუზას შენარჩუნება მოახერხა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერიც განახორციელა.

„უოტფორდის“ ძლიერი მხარეებად გიორგი ჩაკვეტაძის განვითარების შესაძლებლობა და ბაას სწრაფი, ნიჭიერი თამაში დასახელდა. თუმცა სუსტ ადგილად სეზონის მეორე ნახევარში გუნდის სუსტი თამაშისა და დაცვის პრობლემები გამოყოფილია, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე.

"იმ შემთხვევაში თუ, გიორგი ჩაკვეტაძე გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას მოუმატებს, მას აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩემპიონშიფის საუკეთესო მოთამაშე", - წერს BBC.

„უოტფორდი“ ახალ სეზონს 9 აგვისტოს დაიწყებს, სადაც სტუმრად „ჩარლტონთან“ დამარცხებას შეეცდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow