თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – მიწისძვრის შედეგად სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია
სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია, – ამის შესახებ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. „ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, – განაცხადა ალი იერლიკაიამ. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში […]


სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია, – ამის შესახებ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
„ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, – განაცხადა ალი იერლიკაიამ.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ვითარებას ყურადღებით აკვირდება“.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ბიძგები სტამბოლში იგრძნობოდა.
What's Your Reaction?






