პროკურატურა გიორგი ვაშაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 10 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ […]

აპრ. 23, 2025 - 16:57
 0
პროკურატურა გიორგი ვაშაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 10 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow