“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა
სააგენტო "პარალელი" “ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა “ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას არ გამიკვირდება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით “ეს არის თავის გადარჩენის და იმ ქონების გადარჩენის მცდელობა, რაც მოიპარა იმ წლების მანძილზე, როდესაც იყო “ქართული ოცნების” სახე […] “ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა
“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას არ გამიკვირდება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით
“ეს არის თავის გადარჩენის და იმ ქონების გადარჩენის მცდელობა, რაც მოიპარა იმ წლების მანძილზე, როდესაც იყო “ქართული ოცნების” სახე და ასევე მისი ოჯახის წევრების გადარჩენის სურვილი, რომ შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკაში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება და ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი.
ამ ადამიანს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა რუსულო პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით უკავშირდება მისი და მისი ოჯახის წევრების გადარჩენა იმ სასანქციო პოლიტიკიდან, რომელიც არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტია აშშ-ში და ეს იყო მისი მცდელობა დაეტოვებინა შანსი თავისი შვილებისთვის, რომ ჰქონდეთ არა მხოლოდ სწავლის უფლება, არამედ ქვეყანაში შესვლის უფლებაც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს
“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა
პარალელი
What's Your Reaction?






