კვარაცხელიამ კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი დაასახელა
"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კლუბის ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა...

კვარაცხელიას თქმით, მისი მიერ "ასტონ ვილასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში გატანილი გოლი განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება.
"როცა ნახევარფინალში გასასვლელად თამაშობ და ამ ეტაპზე ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გაგაქვს შენი გუნდისა და გულშემატკივრებისთვის, ეს დაუვიწყარია. ალბათ, ეს ყველაზე ემოციური და სასიხარულო გოლი იყო ჩემს კარიერაში," — აღნიშნა ხვიჩამ.
მან ასევე დაამატა: "იმ გოლმა უდიდესი სიამოვნება მომიტანა. ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს გავიტან."
What's Your Reaction?






