კიტ კელოგი ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ – დროა, წინ წავიდეთ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. „დროა, წინ წავიდეთ პრეზიდენტ ტრამპის ომთან დაკავშირებული დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, – დაწერა კელოგმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ. კელოგმა აღნიშნა, რომ ლონდონში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან მოლაპარაკებები პოზიტიური იყო. […]

აპრ. 24, 2025 - 09:27
 0
კიტ კელოგი ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ – დროა, წინ წავიდეთ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.
„დროა, წინ წავიდეთ პრეზიდენტ ტრამპის ომთან დაკავშირებული დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, – დაწერა კელოგმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ.
კელოგმა აღნიშნა, რომ ლონდონში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.
უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გუშინ ლონდონში შეხვედრები გამართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ კიტ კელოგთან კონსტრუქციული საუბარი შედგა.
„აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა აზრთა კონსტრუქციული გაცვლა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ს მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს ომის დასრულება. ვალდებულები ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, – დაწერა სიბიგამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow