კომპანია „ძველი სუფრა“ მაისის ბოლოდან ახალ საწარმოს აამოქმედებს
კომპანია „ძველი სუფრა“ მაისის ბოლოდან ახალ საწარმოს აამოქმედებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ალანიამ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა. როგორც ალანიამ განმარტა, ახალი საწარმო, რომელიც სამკერვალო მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე იხსნება. ახალი საწარმო კომპანიის წარმადობასაც გაზრდის. ალანია დასძენს, რომ სივრცეს საწყობიც დაემატება, რაც მომარაგების პროცესს გაამარტივებს და საბოლოოდ, მომხმარებლის გამოცდილებასაც გააუმჯობესებს. „დაწყებულია პროცესი […]


კომპანია „ძველი სუფრა“ მაისის ბოლოდან ახალ საწარმოს აამოქმედებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ალანიამ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
როგორც ალანიამ განმარტა, ახალი საწარმო, რომელიც სამკერვალო მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე იხსნება. ახალი საწარმო კომპანიის წარმადობასაც გაზრდის. ალანია დასძენს, რომ სივრცეს საწყობიც დაემატება, რაც მომარაგების პროცესს გაამარტივებს და საბოლოოდ, მომხმარებლის გამოცდილებასაც გააუმჯობესებს.
„დაწყებულია პროცესი და სადღაც მაისის ბოლოს, ახალი საწარმო გვექნება. ეს განაპირობა იმ მოთხოვნამ, რომლისთვისაც მიწოდებით უნდა გვეპასუხა. საწარმო უფრო დიდი იქნება, ამასთან, სივრცე საწყობსაც მოიცავს, სადაც მთელი ეს პროცესი აეწყობა“, – აღნიშნა ალანიამ.
მისივე თქმით, კომპანიამ პირველი კვარტალი მნიშვნელოვანი საოპერაციო პროგრესით დაასრულა. კერძოდ, დანერგილია მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, რაც კომპანიის ლოგისტიკის სისტემას აუმჯობესებს.
„ეს სამუშაოები იანვარში დავიწყეთ. კომპანიას დიდი ისტორია აქვს, მაგრამ აქტიური ოპერირება 2020 წლიდან დავიწყეთ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სტარტაპი ვართ დიდი ისტორიით. ახლა კი მოვედით იმ ეტაპზე, როდესაც მეტი დაგეგმვა და ავტომატიზაცია აუცილებელია“, – ამბობს ალანია.
ინფორმაციისთვის, ძველი სუფრა ქართული ბრენდია, რომელიც წლებია ძველ ქართულ ლურჯ სუფრებს ქმნის, ტრადიციული ელემენტებით და დეტალებით. კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 1998 წლიდან იწყება, თუმცა ბრენდი უკვე 2020 წლიდან იწყებს თანამედროვე სახით ოპერირებას. წელს, ბიზნესი არაერთ პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის – ჭურჭელს და მინის ჭურჭელს.
What's Your Reaction?






