ლაშა დვალი აპოელს დაემშვიდობა - ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა კვიპროსული „აპოელი“ ოფიციალურად დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია....

დვალი „აპოელს“ 2022 წელს შეუერთდა და კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებდა, თუმცა მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ გადაწყვიტეს.
ჯერ უცნობია, სად განაგრძობს 30 წლის ფეხბურთელი კარიერას.
გასულ სეზონში დვალი კვიპროსული კლუბის ერთ-ერთი სტაბილური ფიგურა იყო — მან 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
What's Your Reaction?






