სამგურალის მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო გომესმა კომენტარი გააკეთა ბათუმის დინამოსთან შეხვედრაზე, რომელიც მისმა გუნდმა დიდი სხვაობით, 3:0 მოიგო.
„ბათუმის „დინამოსთან“ დამაჯერებლად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ცუდად არც წინა შეხვედრა ჩაგვიტარებია და შეცდომები რომ არ დაგვეშვა, არ წავაგებდით. ბათუმის „დინამოსთან“ კი გუნდმა ხასიათი გამაოვლინა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.
ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ, თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ და კარგია, რომ ეს შედეგზეც აისახა. ჩემპიონატის პირველი ეტაპი მთავრდება და 29 მაისს „თელავთან“ სტუმრად ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, მერე კი ეროვნული ლიგის განახლებამდე გაძლიერებას შევეცდებით. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორატის წევრებს უკვე ვესაუბრე.
- განაცხადა ტიაგო გომესმა.
ცნობისთვის, სამგურალი ახლა ეროვნული ლიგის მე-7 ადგილს 15 ქულით იკავებს.