"ტიტულების მოგებაში უნდა დავეხმაროთ" - რუბენ ამორიმი ბრუნო ფერნანდეშზე

რუბენ ამორიმის საქებარი სიტყვები თანამემამულეზე

მარ. 14, 2025 - 20:27
 0
"ტიტულების მოგებაში უნდა დავეხმაროთ" - რუბენ ამორიმი ბრუნო ფერნანდეშზე
თუ მანჩესტერ იუნაიტედს თამაში პრემიერ ლიგაში უჭირს, სამაგიეროდ გუნდი კარგად გამოიყურება ევროპის ლიგაზე, სადაც გუშინ მათ რეალ სოსიედადი 4:1 დაამარცხეს და ტურნირის 1/4-ფინალში კვალიფიცირდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში მანჩესტერის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა 3 გოლი გაიტანა და 9.6 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა, მატჩის შემდეგ კი ბრუნოზე საქებარი სიტყვები გუნდის დამრიგებელმა თქვა.

ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის შესანიშნავი კაპიტანია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მას ტიტულების მოგებაში დავეხმაროთ.

- თქვა რუბენ ამორიმმა.

მართლაც, ბრუნოს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 15 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მთლიანობაში საკმაოდ არადამაჯერებელია, ბრუნოს მაინც მშვენიერი სეზონი გამოსდის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow