„მარო მაყაშვილი და პირველი რესპუბლიკა“ – დღეს „წიგნი კაფე ბიბლუსში“ ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ირაკლი ხვადაგიანისა და თამთა მელაშვილის მონაწილეობით ღია შეხვედრა გაიმართება

„მარო მაყაშვილი და პირველი რესპუბლიკა“ – ამ თემაზე დღეს, 22 მაისს ვაკის პარკის „წიგნი კაფე ბიბლუსში“ დისკუსია გაიმართება. შეხვედრა, რომლის სპიკერებიც ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი და მწერალი თამთა მელაშვილი იქნებიან, დასწრება თავისუფალია. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მისი მოდერატორი მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გახლავთ. დისკუსია ღია ფორმატში გაიმართება. მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერების საინტერესო […]

მაი. 22, 2025 - 13:27
 0
„მარო მაყაშვილი და პირველი რესპუბლიკა“ – დღეს „წიგნი კაფე ბიბლუსში“ ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ირაკლი ხვადაგიანისა და თამთა მელაშვილის მონაწილეობით ღია შეხვედრა გაიმართება

„მარო მაყაშვილი და პირველი რესპუბლიკა“ – ამ თემაზე დღეს, 22 მაისს ვაკის პარკის „წიგნი კაფე ბიბლუსში“ დისკუსია გაიმართება. შეხვედრა, რომლის სპიკერებიც ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი და მწერალი თამთა მელაშვილი იქნებიან, დასწრება თავისუფალია. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მისი მოდერატორი მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გახლავთ.
დისკუსია ღია ფორმატში გაიმართება. მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერების საინტერესო მოხსენებები მოისმინონ და საუბარში თავადაც ჩაერთონ, კითხვები დასვან და საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
შეგახსენებთ, რომ პანელური ტიპის საუბრები დღეს ვაკის პარკის “წიგნის კაფე ბიბლუსში” (არჩილ მიშველაძის #4) გაიმართება.
ჩვენი უახლესი ისტორიის კვლევა, გააზრება და მასზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტი გოგონა, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო, დღეს ბევრი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს მოტივაციის წყარო, რომ საკუთარი ქვეყნის დასაცავად გააქტიურდეს. სწორედ ასეთი ისტორიები გვაყალიბებს ერად და სამომავლო განვითარების გზას გვანახებს.
ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად გახდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ „მარო მაყაშვილის დღიური“ გამოსცა. წიგნი ორ გამოცემადაა მომზადებული და ორივე მათგანის პირველი ოფიციალური წარდგენა შეხვედრაზე „მარო მაყაშვილი და პირველი რესპუბლიკა“ გაიმართება. მისული სტუმრები ორივე გამოცემის ადგილზე შეძენასაც შეძლებენ. სტანდარტული გამოცემის ღირებულება 10 ლარი იქნება, საკოლექციო ლიმიტირებულის კი – 35 ლარი.
ორივე გამოცემის აქტიური გაყიდვა კი 26 მაისს დაიწყება „ბიბლუსის“ ქსელსა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow