"მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად წყდება - რას წერენ არხის ჟურნალისტები

"ფორმულა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება.1 მაისიდან "მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა დღეს, 28 აპრილს, გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებითაც ადასტურებენ. ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ სიციალურ ქსელში დაწერა, რომ ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის პერიოდი დასრულდა და ის "სახლს", რომელშიც შექმნის დღიდან იყო, იძულებით ტოვებს."5 წელი ამ ფრონტზე ვიდექი — უამრავი ამბავი გავაშუქე, ყველაზე მძიმე შემთხვევებიდან დაწყებული, ყველაზე მტკივნეული დანაშაულებით დამთავრებული.ყოველთვის მჯეროდა, რომ კრიტიკულ მედიას ხალხის ხმა უნდა ეთქვა მაგრამ..სწორედ ეს იყო მთავარი ამოცანა — გვეთქვა ის, რაზეც სხვები დუმდნენ" - წერს ბახტაძე.მსგავსი პოსტი დაწერა ჟურნალისტმა თათია წოწონავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან ააშენეს ახალი არხი, რისთვისაც თანამშრომლებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იბრძოლეს."ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის" - წერს წოწონავა.ბოლო პერიოდში "მთავარ არხზე" არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ ღიად საუბრობდა გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია, რომელიც შექმნილ ვითარებაში არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, გიორგი ქურდაძეს ადანაშაულებდა. მისი თქმით, მაუწყებლობაში არსებული ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეიქმნა.შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხი" 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.

აპრ. 28, 2025 - 17:26
 0
"მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად წყდება - რას წერენ არხის ჟურნალისტები
"ფორმულა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება.

1 მაისიდან "მთავარი არხის" ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა დღეს, 28 აპრილს, გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებითაც ადასტურებენ. ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ სიციალურ ქსელში დაწერა, რომ ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის პერიოდი დასრულდა და ის "სახლს", რომელშიც შექმნის დღიდან იყო, იძულებით ტოვებს.

"5 წელი ამ ფრონტზე ვიდექი — უამრავი ამბავი გავაშუქე, ყველაზე მძიმე შემთხვევებიდან დაწყებული, ყველაზე მტკივნეული დანაშაულებით დამთავრებული.

ყოველთვის მჯეროდა, რომ კრიტიკულ მედიას ხალხის ხმა უნდა ეთქვა მაგრამ..
სწორედ ეს იყო მთავარი ამოცანა — გვეთქვა ის, რაზეც სხვები დუმდნენ" - წერს ბახტაძე.

მსგავსი პოსტი დაწერა ჟურნალისტმა თათია წოწონავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან ააშენეს ახალი არხი, რისთვისაც თანამშრომლებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იბრძოლეს.

"ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის" - წერს წოწონავა.

ბოლო პერიოდში "მთავარ არხზე" არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ ღიად საუბრობდა გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია, რომელიც შექმნილ ვითარებაში არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, გიორგი ქურდაძეს ადანაშაულებდა. მისი თქმით, მაუწყებლობაში არსებული ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხი" 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow