ცნობილია ბრალდებულის და იმ მამა-შვილის ვინაობა, რომლებიც გორში თავდასხმისას მოკლეს
გორში, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში" სროლა მოხდა.თავს დაესხნენ ორ მამაკაცს, რომლებიც მამა-შვილი იყვნენ. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია 30 წლის მამაკაცი. ხოლო მისი მამა დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკა "გორიმედში", სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებული თანამშრომლები იყვნენ, წლების განმავლობაში "გალერეაში" მაღაზიებს ფლობდნენ და ერთად ვაჭრობდნენ.გარდაცვლილია 30 წლის გიორგი ცაციაშვილი და მისი მამა 50 წლამდე ასაკის დათო ცაციაშვილი.ბრალდებული, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ასევე გორში ცხოვრობს, სერგო ახალკაცია.შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

თავს დაესხნენ ორ მამაკაცს, რომლებიც მამა-შვილი იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია 30 წლის მამაკაცი. ხოლო მისი მამა დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკა "გორიმედში", სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებული თანამშრომლები იყვნენ, წლების განმავლობაში "გალერეაში" მაღაზიებს ფლობდნენ და ერთად ვაჭრობდნენ.
გარდაცვლილია 30 წლის გიორგი ცაციაშვილი და მისი მამა 50 წლამდე ასაკის დათო ცაციაშვილი.
ბრალდებული, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ასევე გორში ცხოვრობს, სერგო ახალკაცია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.
What's Your Reaction?






