მილანში ტრანსფერმადე, ლუკა მოდრიჩი სამედიცინო შემოწმებას სამშობლოში გაივლის

ლუკა მოდრიჩის მილანში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ხორვატი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „რეალის“ მოთამაშეა, თავისუფალი...

ივნ. 5, 2025 - 23:57
 0
მილანში ტრანსფერმადე, ლუკა მოდრიჩი სამედიცინო შემოწმებას სამშობლოში გაივლის
ლუკა მოდრიჩის მილანში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ხორვატი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „რეალის“ მოთამაშეა, თავისუფალი აგენტის სტატუსით იტალიურ გრანდს უერთდება.

შემდეგი კვირის განმავლობაში ლეგენდარული ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის თავის სამშობლოში, ხორვატიაში. ფეხბურთელი „მილანთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობაც არსებობს, ხოლო მისი ხელფასი წლიურად 4 მილიონ ევროს შეადგენს.

მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 2012 წლიდან 591 მატჩი ჩაატარა, ამ დროს კი 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასიც მიითვალა. ამ კლუბთან ერთად მან 27 მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა, მათ შორისაა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ასევე, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. გარდა ამისა, ლუკამ ოქროს ბურთი აიღო, რაც მისი კარიერის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow