"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯხეთური იყო" - ლიონელ მესი

ლიონელ მესიმ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი გაიხსენა და დაასახელა ის მცველი, ვის წინააღმდეგაც თამაში განსაკუთრებით გაუჭირდა...

მაი. 31, 2025 - 15:57
 0
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯხეთური იყო" - ლიონელ მესი
ლიონელ მესიმ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი გაიხსენა და დაასახელა ის მცველი, ვის წინააღმდეგაც თამაში განსაკუთრებით გაუჭირდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა გულახდილად აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად პაბლო მაფეოს წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება დაამახსოვრდა.

ყველაზე რთული ვინ იყო? პაბლო მაფეოს დავასახელებ. მაშინ ის ‘ჟირონაში’ თამაშობდა. მახსოვს, მთელი მატჩი ჩემზე იყო კონცენტრირებული და ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო,“ — განაცხადა მესიმ.

ცნობისთვის, 26 წლის მაფეო ესპანური კლუბ „ლას პალმასის“ აკადემიის აღზრდილია. მან კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, მათ შორის — ესპანიოლში, მანჩესტერ სიტიში, ჟირონაში, შტუტგარტში და უესკაში. დღესდღეობით ის „მალიორკას“ ძირითადი შემადგენლობის წევრია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow