"ღმერთის იმედად ვიყავით" - პარიზელები დღევანდელ მატჩს აფასებენ
იმედგაცრუებული პარიზელი ფანები მატჩს აფასებენ

ორი მატჩის ჯამში ფრანგულმა კლუბმა 5:4 მოიგო, თუმცა დღევანდელი თამაშის შემდეგ ლუის ენრიკე განგაშის ზარებს აუცილებლად გაიგებდა. სტუმრებმა მხოლოდ 1 ბურთით წააგეს, თუმცა ვილას 3-ზე გაცილებით მეტის გატანა შეეძლო და ფაქტია, რომ პსჟ-მ ბეწვის ხიდზე გაიარა.
აი, როგორ აფასებენ ფრანგები დღევანდელ თამაშს:
"ყველაფერს ველოდი, თუმცა ასეთ სუსტ გუნდს ნამდვილად არა"
"მხოლოდ ღმერთის იმედად ვიყავით დარჩენილი, ნახევარფინალში თუ ასე გამოვედით, ცუდ დღეს დაგვაყრიან"
"ყველა გაუგებარ ფეხბურთს თამაშობდა, დემბელემ რამდენჯერმე ჩემი გაღიზიანებაც კი შეძლო"
"რომ არა დონარუმა, ახლა ნახევარფინალში ასტონ ვილა იქნებოდა"
"იმედია, ეს თამაში იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდება და მსგავსს აღარაფერს ვიხილავთ", - წერენ ფრანგები.
What's Your Reaction?






