"ნამდვილი მეომარია, რომლის მსგავსიც არასდროს გვყოლია" - პსჟ-ს ყოფილი მეკარე კვარაზე
პსჟ-ის ყოფილმა მეკარემ ჯერომ ალონზომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და კომპლიმენტებად დაიღვარა...

"კვარაცხელია კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - დაცვით ფაზაში ის პარი სენ ჟერმენის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანია და ნამდვილი მეომარია, რომელიც გუნდს აქამდე არ ჰყოლია", - განაცხადა ალონზომ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა ასტონ ვილასთან გამართული პირველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
What's Your Reaction?






