"ხვიჩა შეუჩერებელი იყო, მასთან ახლოსაც კი.." - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ პოლ რობინსონმა ხვიჩა კვარაცხელიას ასტონ ვილასთან მატჩი შეაფასა...

"ხვიჩა შეუჩერებელი იყო - ზოგჯერ მასთან ახლოსაც კი ვერ მიდიოდნენ...
ემერიმ შესვენებაზე მატი კეში მოედნიდან გაიყვანა და აქსელ დისასით შეცვალა, მაგრამ დისასი თამაშის ტემპს ვერ აჰყვა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. კვარაცხელიამ მას ყოველ ჯერზე აჯობა" - აღნიშნა რობინსონმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა ასტონ ვილასთან გამართული პირველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
What's Your Reaction?






