"მოედანი თამაშის დასრულებამდე დატოვა და სახლში წავიდა" - სამწუხარო ინფორმაცია კვარაზე
საფრანგეთის თასის ფინალი წარმატებით დასრულდა პსჟ-ს გამარჯვებით – გუნდმა რეიმსის წინააღმდეგ ითამაშა და ტიტული დაისაკუთრა...

როგორც ფრანგული სპორტული გამოცემა BeIN Sports იუწყება, კვარაცხელიას თავი ასტკივდა მატჩის წინა წუთებში, რის გამოც მწვრთნელის განკარგულებაში ვერ აღმოჩნდა. მედიის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბს პირადად სთხოვა ნებართვა, რომ შეხვედრის დასრულებამდე სტადიონი დაეტოვებინა და დასასვენებლად სახლში დაბრუნებულიყო.
პარიზულმა გრანდმა მოთამაშის მდგომარეობა გაითვალისწინა და მის მოთხოვნას დასთანხმდა. ცნობილია, რომ ხვიჩამ თამაშის პირველი ნახევარი გასახდელში გაატარა, შემდეგ კი გუნდის ბანაკი დატოვა.
საბედნიეროდ, ქართველ ვარსკვლავს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ის მალე დაუბრუნდება ვარჯიშს და მზად იქნება მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის.
What's Your Reaction?






