მოლაპარაკებები თავად ჩაშალა - რომელ ტოპ კლუბს უთხრა უარი ჩაკვეტაძემ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თურქულ...

გამოცემის ცნობით, თურქული კლუბი ჩაკვეტაძის ტრანსფერით სერიოზულად იყო დაინტერესებული და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც ფეხბურთელის აგენტთან, ასევე „უოტფორდის“ წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამისა, გარიგება არ შედგა — მთავარი მიზეზი თავად ჩაკვეტაძის გადაწყვეტილება გახდა, რომელიც თურქეთში თამაშს არ ამჯობინებს.
გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ყველა ტურნირის ჩათვლით მან 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 7 საგოლე გადაცემა. მისი სტაბილური და ტექნიკური თამაში ყურადღებას არაერთი კლუბის მხრიდან იპყრობს — დაინტერესება გამოხატეს როგორც ინგლისის პრემიერლიგის, ისე ლა ლიგის გუნდებმა.
როგორც ჩანს, ჩაკვეტაძე მხოლოდ ტოპ ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლოებას განიხილავს.
What's Your Reaction?






