ზაფხულში კიტეიშვილი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიაში გამორჩეული სეზონის შემდეგ ევროპული ფეხბურთის...

29 წლის კიტეიშვილის წარმატებული ასპარეზობა ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდანაც შეამჩნიეს. ავსტრიული გამოცემა Krone იტყობინება, რომ ქართველის დამატებით ინგლისის პრემიერლიგის ახალბედა კლუბები – „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ – ინტერესდებიან და უკვე დაწყებულია საუბარი მისი ტრანსფერის დეტალებზე.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა, რაც შესანიშნავი შედეგია ნახევარმცველისთვის. მისი მუდმივი სტაბილურობა, თამაშის ჭკვიანური წაკითხვა და ტექნიკური შესაძლებლობები ბევრი კლუბის ყურადღებას იზიდავს.
What's Your Reaction?






