ნაპოლის საჩემპიონო ვახშამზე აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელია ახსენა
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის საჩემპიონო ვახშამზე მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ემოციური სიტყვებით შეაქო...

„კონტემ სეზონი ურთულეს პირობებში ჩაატარა — ვარსკვლავური მოთამაშის, კვარაცხელიას დაკარგვა და გუნდში არაერთი ტრავმა სერიოზული გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და კლუბს სკუდეტო მოუტანა,“ — აღნიშნა დე ლაურენტისმა.
„ანტონიომ მთელს საფეხბურთო სამყაროს აჩვენა, რომ მხოლოდ ტაქტიკური სქემები არ არის გადამწყვეტი — მთავარი არის ღრმა ხედვა და ნამდვილი გაგება იმისა, რაც ფეხბურთია. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი,“ — დასძინა კლუბის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო სეზონში ჩემპიონობა კონტეს ხელმძღვანელობით მოიპოვა, მიუხედავად სირთულეებისა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მთავარი ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოკლება იყო.
What's Your Reaction?






