"ზღვარს ნუ გადალახავ, თორემ.." - მახაჩევის გუნდელი თოფურიას აფრთხილებს
UFC-ის რუსი მებრძოლი და ისლამ მახაჩევის გუნდის წევრი ტაგირ ულანბეკოვი ილია თოფურიას ხმაურიან განცხადებებს გამოეხმაურა და მკაცრი პოზიცია...

„თრეშ თოქსაც აქვს ზღვარი — ყველა, ვინც ჩვენს გუნდს იცნობს, კარგად ახსოვს, რა მოჰყვებოდა მის გადაკვეთას. თოფურიამ ეს უნდა გაითვალისწინოს,“ — განაცხადა ულანბეკოვმა.
მებრძოლმა განსაკუთრებით გააკრიტიკა თოფურიას სიტყვები, სადაც ისლამ მახაჩევს "შეშინებულად" მოიხსენიებდა. ულანბეკოვის თქმით, ასეთი შეფასება აბსურდულია:
„ისლამი წლების განმავლობაში ოქტაგონში იბრძვის და ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა. ახლა კი მას ადამიანად მოიხსენიებენ, რომელსაც ეშინია. უბრალოდ სასაცილოა. თოფურიას, რომელმაც ქვედა წონაში ჩემპიონობა მოიპოვა, ჯერ მსუბუქ წონაში ღირსეული გამარჯვება უნდა ჰქონდეს, რომ მახაჩევთან შეხვედრაზე იფიქროს.“
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტურად დატოვა და კარიერა ქვესაშუალო წონაში გააგრძელა, სადაც მომავალში ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. რაც შეეხება თოფურიას — ის მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.
What's Your Reaction?






