„ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ“ – წულუკიანი გახარიას
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს, თუმცა თეა წულუკიანმა ის „განზრახ ცრუ ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულა. „მოგიწოდებთ, რომ ის მაინც თქვათ „დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი, დღეს, რა ხდება“. გეუბნებით, მე, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ, ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად […] The post „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ“ – წულუკიანი გახარიას appeared first on .

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს, თუმცა თეა წულუკიანმა ის „განზრახ ცრუ ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულა.
„მოგიწოდებთ, რომ ის მაინც თქვათ „დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი, დღეს, რა ხდება“. გეუბნებით, მე, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ, ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად დეპუტატმა – ვერ გავიგეთ, ფიბრიდული სტატუსი გაქვთ, რაღაცა“- მიმართა წულუკიანმა გახარიას.
„იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ“, – აღნიშნა გახარიამ.
„ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, – უპასუხა წულუკიანმა გახარიას. თავს მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“.
„ვინ მოვისვით გვერდზე? მივალთ იქამდე. „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა მართლა სწორ გზაზე წაგეყვანათ“, -განაცხადა წულუკიანმა.
გახარიამ წულუკიანის რეპლიკას ასე უპასუხა: „ახლაც შემიძლია“, რაზეც წულუკიანმა უთხრა, რომ ჯერ არ შეუძლია.
„კი, ვნახავთ მაგას, ვის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“- ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.
გახარიას განცხადებით, მისი შეშინება მარტივი არ არის.
„თქვენ ხომ იცით, თქვენ, რომ ჩემი შეშინება თან, აი, ასე, რაღაც მოგონილი თემებით, მარტივი არ არის“- განაცხადა გახარიამ.
„ჰოდა, აი, მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში“, – უპასუხა წულუკიანმა. (ტექსტური ვარიანტის წყარო ინტერპრესნიუსი)
The post „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ“ – წულუკიანი გახარიას appeared first on .
What's Your Reaction?






