"ოქროს ბურთს დემბელეს ნაცვლად მას მივცემდი" - ფრანგი მწვრთნელი

საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა, პსჟ-ს განაპირა მცველზე — აშრაფ ჰაკიმიზე ისაუბრა და მისი წარდგენა...

ივლ. 18, 2025 - 17:27
 0
"ოქროს ბურთს დემბელეს ნაცვლად მას მივცემდი" - ფრანგი მწვრთნელი
საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა, პსჟ-ს განაპირა მცველზე — აშრაფ ჰაკიმიზე ისაუბრა და მისი წარდგენა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტად მოითხოვა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ჰაკიმი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და თავისი სტაბილურობით განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს:

ჰაკიმი უაღრესად მაღალი დონის მოთამაშეა. ჩემი აზრით, ოქროს ბურთი მას უნდა ერგოს და არა დემბელეს. ის თითოეულ მატჩში საიმედოდ და შედეგიანად თამაშობს,“ — ციტირებს რენარის სიტყვებს Footmercato.

აღსანიშნავია, რომ მაროკოელმა მცველმა გასულ სეზონში პსჟ-ს მაისურით 55 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა — რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია, მით უმეტეს მისი პოზიციისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow