"პიმბლეტს ილიას დამარცხება შეუძლია" - ჰოლოუეის პროგნოზი
UFC-ის ვეტერანმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით...

„ხალხს ავიწყდება, რომ ეს სპორტი შოუ-ბიზნესის ნაწილია. ვინც მეტ ბილეთს გაყიდის, ის მიიღებს შანსს. ეს არ არის სამართლიანობის, ეს არის გართობის ამბავი — და ასე იყო ყოველთვის,“ — აღნიშნა ჰოლოუეიმ.
რაც შეეხება პიმბლეტს, ჰოლოუეიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის კლასიკურად მოჭიდავე არ არის, მაინც ახერხებს ძლიერ მეტოქეებთან წარმატებას. როგორც მაგალითი მან მაიკლ ჩენდლერთან ჭიდაობით მოპოვებული გამარჯვება დაასახელა და დასძინა, რომ პადი საკმარისად გამოცდილია, რათა ილია თოფურიას წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია შეიმუშავოს.
What's Your Reaction?






