"პსჟ-ს" დონარუმა ტოვებს? - პარიზელები იტალიელის წასვლისთვის ემზადებიან
"პსჟ-ს" დონარუმა ტოვებს? - პარიზელები იტალიელის წასვლისთვის ემზადებიან

დონარუმასა და "პარი სენ-ჟერმენს“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რითაც თურქული გრანდი ცდილობს ისარგებლოს და იტალიელი მეკარე თავის რიგებში იხილოს.
თუმცა თავად დონარუმა კომენტარს თავს არიდებს. როგორც ცნობილია, 26 წლის მეკარე პარიზში თავს კარგად გრძნობს და სურვილი აქვს, კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან გაახანგრძლივოს. ის "პსჟ“-ს 2021 წელს შეუერთდა და მოქმედი ხელშეკრულებით 2026 წლამდეა დაკავშირებული.
ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ სიტუაციის განვითარებასთან ერთად, იტალიელი მეკარის მომავალი ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო საკითხად იქცევა.
What's Your Reaction?






