"პსჟ-ში გადმოსვლამდე ენრიკემ ტელეფონზე დამირეკა და ეს მითხრა" - დემბელე
პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, გაიხსენა პერიოდი, როდესაც "ბარსელონადან" პარიზში...

„ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე ლუის ენრიკეს ტელეფონით ვესაუბრე. მან დეტალურად ამიხსნა, როგორ ხედავდა ჩემს როლს გუნდში და რას ელოდა ჩემგან,“ — განაცხადა დემბელემ ფრანგულ გამოცემა le10sport-თან.
დემბელემ აღნიშნა, რომ ენრიკეს მხრიდან ნდობა იგრძნო, რაც მისთვის დიდი მოტივაცია გახდა:
„პსჟ-ში გადასვლის დღიდან ვგრძნობ, რომ მწვრთნელი ჩემზე სრულად იყო კონცენტრირებული. მან თავიდანვე მაჩვენა, რომ ჩემი სჯეროდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე.“
What's Your Reaction?






