“როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა – პუტინი მოულოდნელად სარკოზის ჰალსტუხზე ხელით წვდა” – სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა პრეზიდენტი ტრამპი კარგად იცნობს ადამიანურ ბუნებას — თვალებიდან და ჟესტებიდან კითხულობს მათ, და დარწმუნებული ვარ, ჩემი რჩევა პუტინთან შეხვედრის წინ მას ნამდვილად არ დასჭირდება. მაგრამ, როგორც ადამიანმა, რომელსაც 30-ზე მეტი პირისპირი შეხვედრა ჰქონია რუსეთის ლიდერთან, მსურს გაგიზიაროთ, რას ნიშნავს თვალებში ჩახედო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ […] The post “როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა – პუტინი მოულოდნელად სარკოზის ჰალსტუხზე ხელით წვდა” – სააკაშვილი appeared first on .

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა
პრეზიდენტი ტრამპი კარგად იცნობს ადამიანურ ბუნებას — თვალებიდან და ჟესტებიდან კითხულობს მათ, და დარწმუნებული ვარ, ჩემი რჩევა პუტინთან შეხვედრის წინ მას ნამდვილად არ დასჭირდება. მაგრამ, როგორც ადამიანმა, რომელსაც 30-ზე მეტი პირისპირი შეხვედრა ჰქონია რუსეთის ლიდერთან, მსურს გაგიზიაროთ, რას ნიშნავს თვალებში ჩახედო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და დაუნდობელ დიქტატორს.პირველივე შეხვედრაზე, რომელიც კრემლში რამდენიმე საათს გაგრძელდა, მივხვდი – პუტინი ჩვეულებრივი პოლიტიკოსი არ არის. უფრო ზუსტად, ის საერთოდაც არ არის პოლიტიკოსი ტრადიციული გაგებით. მის შინაგან სამყაროში კვლავაც ცოცხლობს ნამდვილი კგბ-ს ოფიცერი – დაკვირვებული, გათვლიანი, ნადირივით მოთმინებით ჩამჯდარი, რომ ისწავლოს შენი ხასიათი და სუსტი მხარეები. მასთან გრძელი საუბრები უფრო დაკითხვის ჰგავდა, ვიდრე დიპლომატიურ დიალოგს – ცდილობდა ჩემგან გამოეთვალა მაქსიმუმი, თავად კი თითქმის არაფერს ამჟღავნებდა.პუტინისთვის ტყუილი უბრალოდ ხანდახან გამოყენებული იარაღი კი არ არის – ეს მისი მუდმივი ენაა. და, რაც უფრო შემაშფოთებელია, ის არც კი ცდილობს თავის მოტყუებას ფარდა გადააფაროს. თითქოს თვალებით გეუბნება: „დიახ, არ გეუბნები სიმართლეს -მერე რა?“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ხრიკი არის მითითება თითქოს არსებულ, მაგრამ რეალურად გამოგონილ წარსულ შეთანხმებაზე, რომელიც მისი ოპონენტების მიერ „დარღვეულია“. ასე ცდილობს მორალური უპირატესობა მოიპოვოს მოლაპარაკების მაგიდასთან.თუ შენს საუბარში სისუსტეს შეამჩნევს ან მოსმენილი არ მოეწონება, მაშინვე შეტევაზე გადადის. ეს არაერთხელ გამოუყენებია ჩემთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებთან და დასავლელ პოლიტიკოსებთანაც.G8-ის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან პირველი შეხვედრისას, პუტინი მოულოდნელად აგრესიული გახდა, რამდენჯერმე შეიგინა, ფრანგები კი გაოცებული შეჰყურებდნენ. 2008-ში, როდესაც სარკოზიმ სცადა შუამავლობა მასსა და ჩემ შორის, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის შემდეგ, პუტინმა მოულოდნელად სარკოზის ჰალსტუხზე ხელით წვდა და შეაჯანჯღარა, თან მუქარით განაცხადა, რომ მე „სასქესო ორგანოებით ჩამომკიდებდა“. იმავე წელს, სოჭში შეხვედრაზე, ჯორჯ ბუშს ომით დაემუქრა, თუ იგი არ შეწყვეტდა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას.დარწმუნებული ვარ, ტრამპთან ასეთ საქციელს პუტინი ვერ გაბედავს. დღეს ის მძიმე, დაუცველ მდგომარეობაშია – ეკონომიკა და არმია ზეწოლის ქვეშაა. მან კარგად იცის, რომ ტრამპი მზადაა რადიკალური ნაბიჯებისათვის და არ სცნობს იმ „წითელ ხაზებს“, რომლებიც მის წინამორბედებს ჰქონდათ. ტრამპის ენერგიული, დომინანტური პიროვნება იმუნურია პუტინის ხრიკებისა და სიცრუის მიმართ. ალბათ შეეცდება კომპლიმენტებითა და ტყუილებით მოაჯადოვოს, მაგრამ ტრამპმა უკვე ღიად თქვა, რომ ასეთ თამაშში აღარ შევა.პუტინთან ურთიერთობაში უნდა გახსოვდეთ – მას ღრმად, გულწრფელად სძულს ამერიკა. იგი ხედავს მას, როგორც რუსეთის მთავარ მტერს, მიუხედავად იმისა, ვინ ზის თეთრ სახლში. პირველი გრძელი მონოლოგი, რომელიც მისგან მოვისმინე, ჯერ კიდევ 2004 წელს, იყო გაფრთხილება: თუ მასთან მეგობრობა მინდოდა, ამერიკელების რჩევა არ მომესმინა. მისთვის ნებისმიერი ომი ყოველთვის არის აშშ-სთან დამალული ომი. საპირისპიროში დარწმუნების შანსი არ არსებობს.პუტინი არ არის რაციონალური, თუ საქმე ეხება ეკონომიკურ სარგებელს ან პრივილეგიებს – მას არ სჯერა დაპირებების. სჯერა მხოლოდ შიშისა და ძალის. ნებისმიერი დათმობა მის თვალში სისუსტეა. ზუსტად ასე მოხდა ობამას „გადატვირთვის პოლიტიკით“, რის შემდეგაც მან ყირიმი მიიტაცა და სირიაში შეიჭრა.რუსული ცეცხლის შეწყვეტა – ხაფანგირუსეთმა არაერთხელ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა – 90-იან წლებში საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში და 2008-ში ისევ საქართველოში. მაგრამ ეს ყოველთვის იყო დროებითი ტყუილი, რათა მსხვერპლი მოდუნებულიყო, ხოლო შემდეგ ომი განახლებულიყო და ახალი ტერიტორიები მიეტაცებინათ.შურისმაძიებელი ბუნებაპუტინი შურისმაძიებელი ადამიანია. ამას სხვებზე კარგად მე ვიცი – თითქმის ოთხი წელი გავატარე ციხეში მისი ქართველი მორჩილის, ოლიგარქ ივანიშვილის ხელში. იქ მომწამლეს და მაწამეს. მთელი ეს დრო პუტინის ჩრდილი თან მდევდა, როგორც გაფრთხილება იმისა, რაც ემართება მათ, ვინც გაბედავს მის გამოწვევას.
ხშირად მახსენდება ჩვენი ბოლო შეხვედრისას, 2008 წლის თებერვალში ნათქვამი სიტყვები:„შენი დასავლელი მეგობრები ბევრ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ არასდროს ასრულებენ. მე არაფერს გპირდები, მაგრამ ყოველთვის ვასრულებ.“
The post “როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა – პუტინი მოულოდნელად სარკოზის ჰალსტუხზე ხელით წვდა” – სააკაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






