როტენი: შურისძიება? ნახოს მესიმ, როგორი გუნდი გახდა პსჟ მისი წასვლის შემდეგ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც პარიზული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ლეო მესი იცავს. „პარი სენ ჟერმენის“ ექს-ნახევარმცველი ჟერომ როტენი არგენტინელს პსჟ-ში უგულოდ თამაშისთვის მუდამ აკრიტიკებდა. მან RMC Sport-თან ინტერვიუში გულშემატკივრებს მოუწოდა ლიონელს ობსტრუქცია მოუწყონ: „სერიოზულად! დაე ფანებმა ოლიმპიადისთვის ნაყიდი სასტვენები მოიტანონ და მესის უსტვონონ, რომელსაც შეეშინდა და არ ჩამოვიდა. ახლა აშშ-ში […]

ივნ. 25, 2025 - 04:27
 0
როტენი: შურისძიება? ნახოს მესიმ, როგორი გუნდი გახდა პსჟ მისი წასვლის შემდეგ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც პარიზული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ლეო მესი იცავს. „პარი სენ ჟერმენის“ ექს-ნახევარმცველი ჟერომ როტენი არგენტინელს პსჟ-ში უგულოდ თამაშისთვის მუდამ აკრიტიკებდა. მან RMC Sport-თან ინტერვიუში გულშემატკივრებს მოუწოდა ლიონელს ობსტრუქცია მოუწყონ:
„სერიოზულად! დაე ფანებმა ოლიმპიადისთვის ნაყიდი სასტვენები მოიტანონ და მესის უსტვონონ, რომელსაც შეეშინდა და არ ჩამოვიდა. ახლა -ში მათ შანსი ექნებათ.
შურისძიება? არ ვიცი, ამ მატჩს რა ვუწოდო, მაგრამ როგორი შესანიშნავი ისტორიაა! მსოფლიოს წინაშე ევროპის ჩემპიონია. საუკეთესო საშუალებაა მესის აჩვენონ, როგორ გაიზარდა გუნდი მისი წასვლის შემდეგ. ახლა „პარი სენ ჟერმენი“ მებრძოლი კლუბია, გულშმატკივრებს პატივს სცემს, სწორედ ამიტომ მინდა გაიმარჯვონ. ლეო „ბარსელონადან“ გამოაგდეს და არ დააფასა პსჟ. ევროპაში ორი წლის მანძილზე ასეთ თამაშს არცერთი კლუბი არ მოუთმენდა. შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. შესანიშნავად მივხვდით, რომ ამის გამო ჩამოვიდა პარიზში.
აქ ხალხს პატივს არ სცემდა, სადაც ოჯახთან ერთად დიდებულ პირობებში ცხოვრობდა. დიახ, გენიოსია, თუმცა გუნდისთვის საკმარისად არ დაიხარჯა. „პარკ დე პრენსზე“ ლეოს ყველა შეხვედრას დავესწარი და ვხედავდი, როგორ დადიოდა მოედანზე… როდესაც ბურთი ჰქონდა, ცეცხლს ანთებდა, სტადიონზე ქომაგებს აღაფრთოვანებდა, რადგან წარმოუდგენელი ტალანტია. მე არავის ჭკუას არ ვარიგებ, ყველამ თავად ნახა ყველაფერი“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow