საგარეჯოს გარეჯმა ნიკა კაჭარავას ტრანსფერი დაადასტურა
რამდენიმე საათის წინ, საგარეჯოს გარეჯმა სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტით დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ნიკა კაჭარავა დაიმატა

ახალი სეზონის ეროვნულ ლიგაში უკვე 18 ტურია გასული და გარეჯს ზუსტად ამდენივე ქულა აქვს მოგროვილი, რომლითაც ისინი მე-8 ადგილს იკავებენ.
რაც შეეხება თავად ნიკა კაჭარავას, ის უკვე 31 წლის გახლავთ და ბოლოს გაგრაში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული, იქამდე კი ქართველი თავმდამსხმელი კვიპროსში, პოლონეთში, ლიეტუვაში და სამხრეთ კორეაშიც თამაშობდა.
What's Your Reaction?






