საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი 3.5 საათში გაიყიდა!
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში უმნიშვნელოვანესი თამაშები ელის, რაც მეტწილად განსაზღვრავს ითამაშებს თუ არა ჩვენი გუნდი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე

როგორც რამდენიმე წუთის წინ დაიწერა, დინამო არენაზე გასამართი საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი 3.5 საათში ოფიციალურად გაიყიდა!
ეროვნული ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს უმასპინძლებს და კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სამ დღეში კი ბულგარეთს მივიღებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად ესპანეთიც ჰყავს.
What's Your Reaction?






