სახაზინო ადვოკატები საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ – დეტალები

სინდისის 11 პატიმრისთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატები საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ – შუმადგომლობით 3-მა ადვოკატმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს სხდომაზე მიმართეს. საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. ცნობისთვის, წინა სხდომაზე, 24 ივნისს, მოსამართლე […] The post სახაზინო ადვოკატები საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ – დეტალები appeared first on .

ივნ. 26, 2025 - 15:27
 0
სახაზინო ადვოკატები საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ – დეტალები

სინდისის 11 პატიმრისთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატები საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ – შუმადგომლობით 3-მა ადვოკატმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს სხდომაზე მიმართეს.

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, წინა სხდომაზე, 24 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილებას, როგორც ბრალდებულების, ისე მათი ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა.

გუშინ, ადვოკატთა ასოციაციამ სინდისის პატიმრებისთვის სასამართლოს მიერ სავალდებულო დაცვის დანიშვნა გააპროტესტა და სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ დანერგონ „არასწორი სასამართლო პრაქტიკა“ ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

The post სახაზინო ადვოკატები საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ – დეტალები appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow