სერგეი ლავროვი – რუსეთს ესმის განსხვავება აშშ-სთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და ახალ ხაფანგს შორის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ესმის განსხვავება შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და კიდევ ერთ ხაფანგს შორის, რამაც შეიძლება ქვეყანა სხვადასხვა სფეროში დამოკიდებულებამდე მიიყვანოს. „მშვენივრად გვესმის, როგორ გამოიყურება ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი და როგორ გამოიყურება შეთანხმება, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთ „ხაფანგში“ შეგვიყვანოს“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ […]


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ესმის განსხვავება შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და კიდევ ერთ ხაფანგს შორის, რამაც შეიძლება ქვეყანა სხვადასხვა სფეროში დამოკიდებულებამდე მიიყვანოს.
„მშვენივრად გვესმის, როგორ გამოიყურება ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი და როგორ გამოიყურება შეთანხმება, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთ „ხაფანგში“ შეგვიყვანოს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი სხვა ქვეყნებთან დიალოგისთვის მზადაა, როდესაც ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ლავროვის შეფასებით, ეს მიდგომა პრაგმატული და განხილვის ღირსია.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მოსკოვმა არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამხედრო და სხვა სფეროებში კვლავ დამოკიდებული გახდეს.
„100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილი, არ დაგვავიწყდება“, – აღნიშნა ლავროვმა.
What's Your Reaction?






