სტამბოლში, შრომის დღის აღსანიშნავ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – მედია
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, დღეს, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, “პროგრესული იურისტების ასოციაციის” (ÇHD) სტამბოლის ფილიალმა განაცხადა, რომ დაკავებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა და რომ მათ შორის ცხრა ადვოკატია, რომელთაგან ზოგიერთი ორგანიზაციის წევრია. პირველი მაისის წინ ქალაქში საგანგებო ზომები შემოიღეს. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ დილის 5 […]
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, დღეს, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, “პროგრესული იურისტების ასოციაციის” (ÇHD) სტამბოლის ფილიალმა განაცხადა, რომ დაკავებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა და რომ მათ შორის ცხრა ადვოკატია, რომელთაგან ზოგიერთი ორგანიზაციის წევრია.
პირველი მაისის წინ ქალაქში საგანგებო ზომები შემოიღეს. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ დილის 5 საათიდან შეზღუდვები დააწესა, მათ შორის გადაიკეტა გზები და პოლიციის მობილიზაცია გამოცხადდა.
ასევე, დღესასწაულის წინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.
What's Your Reaction?






