ტიერი მარიანი – ქართველებს არ აქვთ ვინმეს ჩარევის საჭიროება არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან
მედიის თავისუფლება ზედმეტობის ნებისმიერი ფორმის დაშვებას არ ნიშნავს და არც ალიბია უცხოური ჩარევისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი”. მისი თქმით, ქართველებს არ აქვთ საჭიროება ვინმეს ჩარევის, არც ბრიუსელიდან, არც მოსკოვიდან. „მზია ამაღლობელს ასამართლებენ, ვინაიდან, 12 იანვარს მან სილა გააწნა პოლიციელს და […]


მედიის თავისუფლება ზედმეტობის ნებისმიერი ფორმის დაშვებას არ ნიშნავს და არც ალიბია უცხოური ჩარევისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი”.
მისი თქმით, ქართველებს არ აქვთ საჭიროება ვინმეს ჩარევის, არც ბრიუსელიდან, არც მოსკოვიდან.
„მზია ამაღლობელს ასამართლებენ, ვინაიდან, 12 იანვარს მან სილა გააწნა პოლიციელს და მის ქვეყანაში მას განსჯის ხალხი, რომელიც მის სასამართლო პროცესშია ჩართული.
და, ჩემი აზრით, რასაც აქ ვხედავთ, არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აკვიატება და ბრიუსელის გაბრაზება ამ ხალხის მზარდი სუვერენიტეტის გამო. მოდით, ცხადად ვთქვათ, ევროკავშირს რისი გაკეთებაც უნდა, არის საქართველოს მთავრობის მოშორება, მათი გადატრიალება ნებისმიერი საბაბით.
ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში დავინახეთ განმეორებითი ჩარევები. ისეთი ჩარევები, როგორსაც ქართველები 12 წელია განიცდიან. გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უცხოური ინტერესები აფინანსებს და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი, საქართველოს დესტაბილიზაციაა.
ქართველებს არასდროს ერიდებოდათ ეს და არასამთავრობო ორგანიზაციები არასდროს მალავდნენ იმას, რომ მთავრობის დესტაბილიზაცია სურთ. 1994 წლიდან ვხედავთ ამ მასიურ დაფინანსებას, რომლის ინვესტირებაც ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების საფარის ქვეშ საბრძოლო სტრუქტურებში ხდება. და ამან ამ ქვეყნის ინსტიტუტები დაასუსტა.
ქართველებს არ აქვთ ვინმეს ჩარევის საჭიროება არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან,” – განაცხადა მარიანიმ.
What's Your Reaction?






