ტრამპმა 10%-იანი ტარიფები დაუსახლებელ კუნძულებსაც დაუწესა
თეთრი სახლის მიერ „იქს“ („X“) პლატფორმაზე გამოქვეყნებული სიის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია 10%-იან ტარიფს აწესებს ჰერდის და მაკდონალდის კუნძულებიდან შემოტანილ პროდუქტებზე – ეს არის ავსტრალიის ტერიტორია, რომელიც ანტარქტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილთან და სრულიად დაუსახლებელია. ჰერდის კუნძულის ყველაზე ცნობილი მკვიდრნი პინგვინები არიან. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე 10%-იანი ტარიფი დააწესა სვალბარდისა (იგივე შპიცბერგენი) და იან-მაიენის საქონელზე. […]


თეთრი სახლის მიერ „იქს“ („X“) პლატფორმაზე გამოქვეყნებული სიის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია 10%-იან ტარიფს აწესებს ჰერდის და მაკდონალდის კუნძულებიდან შემოტანილ პროდუქტებზე – ეს არის ავსტრალიის ტერიტორია, რომელიც ანტარქტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილთან და სრულიად დაუსახლებელია.
ჰერდის კუნძულის ყველაზე ცნობილი მკვიდრნი პინგვინები არიან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე 10%-იანი ტარიფი დააწესა სვალბარდისა (იგივე შპიცბერგენი) და იან-მაიენის საქონელზე. ეს ორი შორეული ნორვეგიული ტერიტორია ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს და მათი საერთო მოსახლეობა დაახლოებით 2 500 ადამიანს შეადგენს.
გაურკვეველია, თუ რა სახის საქონლის ექსპორტი ხორციელდება ამ რეგიონებიდან.
შეგახსენებთ, 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპასუხო საბაჟო ტარიფები, რომლებსაც ოთხშაბათს გამოაცხადებს, ყველა ქვეყანაზე გავრცელდება, ყველაზე მეტად კი ისინი 10-15 სახელმწიფოს შეეხება.
ამერიკელი რესპუბლიკელების ლიდერი პირობას დებს, რომ შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენს 2 აპრილს, რომელსაც მან „განთავისუფლების დღე“ უწოდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე დააწესა დამატებითი საბაჟო გადასახადები ფოლადზე, ალუმინზე და ავტომობილებზე, ასევე ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე.
„საპასუხო ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება“, – განაცხადა ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, „საპასუხო“ ტარიფები მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ს იმპორტირებულ საქონელზე უფრო მაღალ ტარიფებს ან გადასახადებს აწესებენ. ტრამპი განმარტავს, რომ ტარიფების დონე იქნება იმ დამატებითი ხარჯების ტოლი, როგორსაც ეს ქვეყნები ამერიკულ საქონელზე აწესებენ.
თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სავაჭრო წარმომადგენლებს დაავალა კონკრეტულ ქვეყნებზე მისადაგებული ზომების მომზადება. ტრამპმა მიანიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის, შესაძლოა, უფრო დაბალი ტარიფები დაწესდეს.
What's Your Reaction?






