ტრიგალაშვილი vs არბუზოვი - რომელ საათზე გაიმართება ფინალური დაპირისპირება
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი...

25 წლის ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა ტურნირის მესამე დღეს და ახლოს არის ისტორიულ შედეგთან – გრიგალაშვილი მიზნად ისახავს ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ოქროს მოპოვებას.
ფინალში მისი მეტოქე რუსი ძიუდოისტი ტიმურ არბუზოვი იქნება. გადამწყვეტი შეხვედრა დღეს, 25 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალური ბლოკის პირდაპირი ტრანსლაცია 18:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყება.
What's Your Reaction?






