უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში დღეს მოლაპარაკებებს გამართავენ
მოლაპარაკებებს გამართავენ

რამდენიმე საათში სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყება. რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინის ჯგუფს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
კიევის ინტერესებს 12 წარმომადგენელი დაიცავს. მედინსკის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების წინაპირობების გარეშე წარმოებისთვის. ამასთან, მან ნაყოფიერი უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან გამართულ შეხვედრას, რომელზედაც რუსულმა მხარემ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა.
What's Your Reaction?






