“"ევროვიზია" ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო მუსიკალურ კონკურსად იქცა... ბრავო მარიამ შენგელია" - რას წერს ზაზა შენგელია
საქართველო Eurovision 2025-ს გამოეთიშა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი გაიმართა.პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, სადაც გრანდიოზულ ფინალში საკუთარი ქვეყნების წარმოდგენის უფლებისთვის 15 ქვეყანა იბრძოდა - მეორეში ერთით მეტი, 16 მონაწილე იყო.საქართველო და მისი წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე მეათე ნომრად წარსდგა."ბრავო რეკორდის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია "ევროვიზიის" წლევანდელ კონკურსს აფასებს და წერს:"იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა… ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა… კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე… ბრავო Mariam ShengeliaP.S. სულ ამას ვამბობდი და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ - უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, "ევროვიზიის" კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა და ზუსტად ამის შედეგია, რომ ბოლო 40-45 წლის მანძილზე, “ევროვიზიის” ვერცერთი გამარჯვებული ვერ იკვლევს გზას და ვერ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დიდ მუსიკალურ სცენებზე და სამწუხაროდ ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო ცნობადობის მქონე მძიმეწონიანი ავტორიტეტული მუსიკალური პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური არ მიიღებს გადაწყვეტილებებს vs სამეზობლო-პოლიტიკური სიმპათიებით განპირობებული ტელემაყურებლების კენჭისყრისა და რაც მთავარია, სანამ ეს კონკურსი რომელიმე მეიჯორი რექორდ ლეიბლის (Sony, Warner, Universal) ეგიდის ქვეშ არ მოექცევა… ძალიან ძალიან დასანანია და სამწუხარო" - წერს შენგელია.

პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, სადაც გრანდიოზულ ფინალში საკუთარი ქვეყნების წარმოდგენის უფლებისთვის 15 ქვეყანა იბრძოდა - მეორეში ერთით მეტი, 16 მონაწილე იყო.
საქართველო და მისი წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე მეათე ნომრად წარსდგა.
"ბრავო რეკორდის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია "ევროვიზიის" წლევანდელ კონკურსს აფასებს და წერს:
"იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა… ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა… კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე… ბრავო Mariam Shengelia
P.S. სულ ამას ვამბობდი და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ - უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, "ევროვიზიის" კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა და ზუსტად ამის შედეგია, რომ ბოლო 40-45 წლის მანძილზე, “ევროვიზიის” ვერცერთი გამარჯვებული ვერ იკვლევს გზას და ვერ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დიდ მუსიკალურ სცენებზე და სამწუხაროდ ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო ცნობადობის მქონე მძიმეწონიანი ავტორიტეტული მუსიკალური პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური არ მიიღებს გადაწყვეტილებებს vs სამეზობლო-პოლიტიკური სიმპათიებით განპირობებული ტელემაყურებლების კენჭისყრისა და რაც მთავარია, სანამ ეს კონკურსი რომელიმე მეიჯორი რექორდ ლეიბლის (Sony, Warner, Universal) ეგიდის ქვეშ არ მოექცევა… ძალიან ძალიან დასანანია და სამწუხარო" - წერს შენგელია.
What's Your Reaction?






