"უფრო დაბლა ვართ, ვიდრე უნდა ვიყოთ" - რაშფორდი მანჩესტერზე

მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს და გუნდს დაუფარავად აკრიტიკებს

აგვ. 13, 2025 - 19:27
 0
"უფრო დაბლა ვართ, ვიდრე უნდა ვიყოთ" - რაშფორდი მანჩესტერზე
მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს და გუნდს დაუფარავად აკრიტიკებს.

ფეხბურთელის თქმით, იუნაიტედს გარდამავალი პერიოდიც კი არ ჰქონია, რასაც შემდეგ პროგრესი მოჰყვებოდა:

ჩვენ ბევრად დაბლა ვართ იმ დონესთან შედარებით, სადაც იუნაიტედი უნდა იყოს. ხალხი ამბობს, რომ წლებია გარდამავალ პერიოდში ვართ, მაგრამ გარდამავალ პერიოდში რომ შეხვიდე, ჯერ უნდა დაიწყო. ნამდვილი გარდამავალი პერიოდი ჯერ არც დაწყებულა.

როდესაც ლივერპული ამ პერიოდს გადიოდა, მათ იურგენ კლოპი მოიყვანეს და მასთან ამ პერიოდს გაუმკლავდნენ. თავიდან მათ წარმატებით არ დაუწყიათ, თუმცა ხალხს მხოლოდ მისი შემდგომი წლები ახსოვს, როცა სიტის ამარცხებდა და ტიტულებისთვის ბრძოლობდა.

გარდამავალი პერიოდის დასაწყებად საჭიროა გეგმის დასახვა და მისი შესრულება. ჩვენ ბევრი მწვრთნელი, იდეა და გამარჯვების სხვადასხვა სტრატეგია გვქონდა, თუმცა საბოლოოდ ერთ ადგილას გავჩერდით და წინ ვერ წავედით.

- წერს რაშფორდი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow