ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025

დაპირისპირება, ემოციები და განსხვავებული პოზიციები – როგორ აღინიშნა 9 აპრილი საქართველოში როგორია საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტები ცვალებადი გეოპოლიტიკური ეპოქის ფონზე მეტროს მესამე ხაზი აუცილებელია, მაგრამ მიწისქვეშა სადგურების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება * * * დაპირისპირება, ემოციები და განსხვავებული პოზიციები – როგორ აღინიშნა 9 აპრილი საქართველოში “9 აპრილმა აღსანიშნავად მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბნენ, სადაც დრო და დრო […]

აპრ. 10, 2025 - 11:27
 0
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025

დაპირისპირება, ემოციები და განსხვავებული პოზიციები – როგორ აღინიშნა 9 აპრილი საქართველოში
როგორია საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტები ცვალებადი გეოპოლიტიკური ეპოქის ფონზე
მეტროს მესამე ხაზი აუცილებელია, მაგრამ მიწისქვეშა სადგურების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება
* * *
დაპირისპირება, ემოციები და განსხვავებული პოზიციები – როგორ აღინიშნა 9 აპრილი საქართველოში
“9 აპრილმა აღსანიშნავად მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბნენ, სადაც დრო და დრო ვითარება იძაბებოდა. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” წევრებსა და მის მხარდამჭერებს მემორიალთან მისვლის უფლებას არ აძლევდნენ. 9 აპრილის დღის აღსანიშნავად, მემორიალთან გვიან ღამით მოქალაქეები შეიკრიბნენ და პარაკლისი ჩატარდა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ დაანონსებული ფიცი გააჟღერა, შემდეგ კი “მრავალჟამიერი” შესრულდა. ბურჭულაძის გამოსვლას “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მ განაცხადა, რომ რუსთაველზე მყოფი ადამიანები “რაღაც” სურათის დადგმასა და პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ. მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ პროვოკაციაში აყოლას და მემორიალთან მისვლას არ აპირებდნენ. პარლამენტის ეზოში დადგეს მაგიდა და იქ დებდნენ ყვავილებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაპირისპირება, ემოციები და განსხვავებული პოზიციები – როგორ აღინიშნა 9 აპრილი საქართველოში.
“ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს – ერთი, დიდი ტრაგედია, როდესაც ჩვენი 21 მშვიდობიანი, გულანთებული მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს გახდა გამარჯვების სიმბოლო და აქედან 2 წელში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იზეიმა… რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, ბევრმა იქ მდგომმა კარგად იცის, რომ თავის დროზე, რუსთაველის გამზირზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ, რომელიც თავის თავს რუსულ ბანს უწოდებდა… ცდილობენ, რომ დაპირისპირება და ძალადობა შემოიტანონ, ასეთ პროვოკაციებს არ ავყევით. ყოველთვის შევეცდებით, რომ სისასტიკეს, ბოროტებას, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, ღირსებითა და ღირსეულად ვუპასუხოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები და ის ადამიანები, რომლებიც ამ ბინძურ ნარატივს არიან აყოლილები, ცუდ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ”, – განაცხადა მდინარაძემ. მცირე დაპირისპირება მოხდა 9 აპრილის მეორიალთან. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს ს ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ესენი არიან უღმერთო ადამიანები, რომლებმაც არ მომცეს უფლება, რომ მივსულიყავი მემორიალთან. 9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს… როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას”, განაცხადა ზარნაძემ. იყო მცირე შეხლა-შემოხლაც, კერძოდ, “ოცნების” მხარდამჭერს რუსთაველზე პარტიის დროშა ჰქონდა მიტანილი, რამაც პროტესტანტების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოქალაქე იგინებოდა და შეგნებულად აღიზიანებდა ხალხს. დაძაბული ვითარება იყო დედაქალაქის გარეთაც. ზუგდიდში 9 აპრილის მეორიალთან მოქალაქეები გვიან ღამით შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ხალხის დაშლა სცადა და სიტუაცია გამწვავდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა მ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ ტრაგედიაში დამნაშავედ “უცხოური ძალა” გამოიყენეს. “9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს, ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის “არსება მოკლეა” და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ყოფილი პრეზიდენტის, ს აზრით, “თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! “ოცნების” ჯერ კიდევ მხარდამჭერებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწმყოსი და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს?” – ამბობს თავის პოსტში სალომე ზურაბიშვილი”, – წერს სტატიის ავტორი.
“თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი 9 აპრილის ტრაგედიას “ფეისბუქზე” ასე გამოეხმაურა: “ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია. დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში -ს საელჩო ეხმიანება: “დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში – წერია საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. “საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას”, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. “ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის – საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში”, – დასძენს სტატიისა ავტორი.
როგორია საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტები ცვალებადი გეოპოლიტიკური ეპოქის ფონზე
“მსოფლიოში მიმდინარე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ექსპერტები “რეზონანსთან” საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მსოფლიოში ისეთი გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი, რომელიც ეპოქას შეცვლის, ამის პარალელურად კი საქართველოს პოზიცია და პოლიტიკური კურსი “გადარჩენისთვის” ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ექსპერტები განსხვავებულ პროგნოზებს გვთავაზობენ, თუმცა თანხმდებიან , რომ მსოფლიოში “ახალი წესრიგი” მყარდება. რუსეთ-უკრიანის ომი, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ახალი რიტორიკით, ათეულობით წლების შემდეგ ევროპის გადაიარაღების ახალი გეგმა, ღია მოლაპარკებების სერია რუსეთსა და აშშ-ს შორის, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები, მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა, რომელმაც ახალი გეოპოლიტიკური სურათი შექმნა. ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო ვექტორმა დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი პოზიტიურად უყურებს საქართველოსა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციის აქტიურ ფაზაში გადასვლას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით, როგორია საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტები ცვალებადი გეოპოლიტიკური ეპოქის ფონზე.
“საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ცოტა რთულია მარტივი მიზეზის გამო – რადგან მმართველ პარტიას გაწყვეტილი აქვს კავშირი ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროპის ქვეყნებთან, ისე აშშ-სთან. რეალურად დიპლომატიური უწყებები არ დახურულა, მაგრამ, კომუნიკაცია არ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის იზოლაციონისტური პოლიტიკა – დასავლეთისგან იზოლაცია ხდება. შესაბამისად, მართალია ამას არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩახედულია პოლიტიკაში, იცის, რომ დასავლეთისგან იზოლაცია საქართველოსთვის ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას. კურსი მთლიანად შეცვლილია – ყველაფერი მიმართულია აღმოსავლეთისაკენ: ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ირანთან ჯერჯერობით გაუგებარი ურთიერთობა. 180 გრადუსით შეიცვალა საგარეო ვექტორი – დასავლეთიდან გადმოინაცვლა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება გამოწვევებს – მმართველი პარტია სრულიად სხვა რამეს ამბობს: რომ თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ და ამიტომაც გვაქვს პრობლემა დასავლეთთან. რეალურად, პრობლემა ეს არაა, არამედ, მმართველი პარტია ჩამოყალიბდა ქვეყანაში, როგორც ავტორიტარული რეჟიმის რეალიზების პარტია. ამ ავტორიტარულ რეჟიმს კი დასავლეთთან ურთიერთობა ვერ ექნება. ესაა მთავარი გამოწვევა. ამიტომ, პრობლემა ის კი არ არის, ვინ ვისთან ომში ჩაებმება, არამედ – რამდენად ლიბერალური და დემოკრატიული იქნება ქვეყნის მმართველობა. შესაძლოა “ოცნებას” ძალიანაც არ უნდოდეს – არც , არც ჩინეთი, არც ირანი, თუმცა, სხვა არჩევანი არ აქვს, ანუ მისთვის ავტორიტარული რეჟიმები მისაღებია”, – ამტკიცებს ძაბირაძე და შეკითხვაზე – “მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რა არის საქართველოს მთავარი ამოცანა?” – პასუხობს:
“მთავარი ამოცანა, ალბათ, მაინც არის ის, რომ შევძლოთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდეს. თუ არ ჩავთვლით საგარეო იზოლაციას, დღევანდელი რეჟიმი წინა რეჟიმებისგან დიდად არ განსხვავდება. საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობდა ყველა რეჟიმი, მოყოლებული, სამწუხაროდ, გამსახურდიადან დღემდე. უბრალოდ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად მცდელობებისა, გარკვეულ თამაშის წესებს ყველა იცავდა და ცდილობდა შეენარჩუნებინა ძალაუფლება ისე, რომ დასავლეთთან ურთიერთობა არ დაკარგულიყო. ვის როგორ გაუვიდა, ეს სხვა თემაა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პარადიგმა შეცვალა. მგონია, რომ პირველი რიგის ამოცანა არის – აღვადგინოთ კავშირები დასავლეთთან და, რაც მთავარია, შევეცადოთ ქვეყანაში რეჟიმი შევცვალოთ და, თუ მთლად დემოკრატიული არა, მსუბუქი ავტორიტარიზმით მაინც – თუ ასეთი რამ შეიძლება”…
“მე მივესალმები, რომ საქართველოს ხელისუფლება შედის მჭიდრო კონტაქტში აღმოსავლეთის ქვეყნებთან. როგორც წამყვანი ეკონომისტები აღნიშნავენ, დღეს სწორედ აღმოსავლეთში გადაინაცვლეს გადაინაცვლა ფინანსურმა ცენტრებმა. გაცილებით მარტივია კრედიტების, ინვესტიციების მიღება აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ეკონომიკური სტაგნაციაა, აშშ-ში როგორი ტურბულენტური მდგომარეობაა. ვციტირებ ძალიან ცნობილ ამერიკელ ეკონომისტებს. რაც შეეხება გამოწვევებს მე ნებისმიერ ადამიანს ვეკითხები: დარჩება თუ არა აშშ საქართველოში, ან უღირს თუ არა დარჩეს? უკაცრავად, მაგრამ ყოფნა რაში გამოიხატება? პუტინს შეუძლია დღესვე მოაწეროს ხელი და სურვილი შეუსრულოს სეპარატისტულ რეჟიმს და შეაერთოს ჩრდილოეთ ოსეთთან. ყველაფერი გამზადებულია. შეიძლება ეს დღეს გავიგოთ, ან ხვალ. აფხაზეთი შეიძლება შევიდეს სამოკავშირეო სახელმწიფოების რიცხვში – ეს ბევრჯერ ითქვა: მზად ვართო, შევუერთდეთო კავშირს – ოსეთი, აფხაზეთი, ბელარუსი, რუსეთი. ასე რომ, ამ სიტუაციაში დასავლეთთან ურთიერთობა არაა მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოსთვის. ენჯეოებს რომ აფინანსებდნენ – ეს იყო დახმარება?”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“ეს დამოკიდებულება საზოგადოებაში უნდა დასრულდეს. ამიტომ, ეს პროვინციული თამაშები – დასავლეთი-საქართველო – რომელიც დედაქალაქში გაისმის, საიდანაც 30 კილომეტრში რუსული ტანკები დგას… ტანკები შეიძლება 30 წუთში რუსთაველზე იდგეს – აი, ესაა რეალობა და გამოწვევაც, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. უსათუოდ უნდა იყოს შენარჩუნებული ეს კურსი, რომელიც რუსეთის ელიტას უმტკიცებს, რომ საქართველოდან არავითარი ხიფათი მათთვის არ იქნება. ჩვენ თვითმკვლელები არ ვართ – მეორე ფრონტი არ გაიხსნება რუსეთის წინააღმდეგ. ასევე კარგია ეკონომიკური ურთიერთობა – ასე უნდა ვიმოძრაოთ. ხაზგასმით ვუსვამ – მოსალოდნელია ისეთი გეოპოლიტიკური ძვრები მსოფლიოში, რომელიც გეოპოლიტიკურ ეპოქას შეცვლის, როგორც იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – თვლის მამრაძე და შეკითხვაზე – “რას ფიქრობთ დასავლელ პარტნიორებთან დიალოგზე?” – პასუხობს:
“რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებას, თუნდაც ევროკავშირთან – კარი ღიაა. მ მტკიცედ თქვა, რომ შესაძლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება ნებისმიერ დროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამას შემოგვთავაზებს თვითონ ევროკავშირი. ასე რომ, კარი ღიაა. ახლა, რა ინტერპრეტაციასაც აძლევენ ამ პროცესებს – თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა – ეს არის პოლიტიკური თაღლითობა. ეკონომიკური კავშირები? კი ბატონო. დასავლური ინვესტიციები? ძალიან კარგია, თუმცა იმ დონით, რომელიც კრემლს არ გააღიზიანებს”.
მეტროს მესამე ხაზი აუცილებელია, მაგრამ მიწისქვეშა სადგურების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება
“ბოლო პერიოდში მეტროს სადგურების დამატებაზე არაერთი განაცხადი გაკეთდა და პროექტიც გამოქვეყნდა. ამჯერად მიწისქვეშა ხაზის დაგრძელება ვაკემდე განიხილება და თბილისის მერიამ ფასების გამოკითხვაც გამოაცხადა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის. ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს. პროექტის თანახმად, მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი დაიწყება მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიიდან და საბურთალოს, ვაკის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ “რუსთაველს”. პროექტის თანახმად, ახალი ხაზი შემდეგ სადგურებს გააერთიანებს: “დიდუბე 2”; “გამოფენა”; “სამედიცინო უნივერსიტეტი 2”; “ცენტრალური პარკი”; “ვაკის პარკი”; “ვაკე”; “რუსთაველი 2”. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა განაცხადა, რომ ერთი კილომეტრი ორმხრივი ხაზის გაყვანის სავარაუდო ღირებულება 70-80 მილიონ დოლარს შეადგენს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მეტროს მესამე ხაზი აუცილებელია, მაგრამ მიწისქვეშა სადგურების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება / “შესაძლებელოა იყოს ტრამვაის განვითარება, რადგან იგი მეტროს მსგავსი ტრანსპორტია და მისი ხაზის მოწყობა გაცილებით იაფია”.
“შესაბამისად, პროექტის შესაძლო ღირებულება 470-560 მილიონი დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. სრული ღირებულება სწორედ ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს. “მესამე ხაზის დანიშნულება იქნება “სადგურის მოედნის”, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: “დიდუბე”, “რუსთაველი” და “სამედიცინო უნივერსიტეტი” უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა” – ნათქვამია პროექტის აღწერაში. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ანალოგიური ფასების გამოკითხვა გამოაცხადა მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების დაპროექტებისთვის. საუბარია გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების დამატებაზე. თბილისის მერიაში სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის მეტროს მიმართულებითაც. გეგმა ჯერჯერობით იქამდეა მისული, რომ კვლევები მიმდინარეობს, თუმცა რამდენად შესრულებადია ეს მეორე საკითხია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ცალსახა პასუხი იმაზე, რომ 100%-ით შეასრულებენ და მართლაც განახორციელებენ, ძნელია, თუმცა გეტყვით, რომ მსოფლიოს მოწინავე ქალაქები მეტროს ღია წესით აკეთებენ, რადგან მიწისქვეშა გვირაბები ძალიან ძვირი ღირს. ერთი გადარბენა სადღაც 38-40 მილიონამდე აღწევს. გვირაბის გაყვანა, წყლის მოშორება, სადგურების მონტაჟი და სხვა დეტალები ჯამში ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ევროპის ქალაქებში მეტრო ღია წესით გაჰყავთ. მაგალითად, კოპენჰაგენში მიწისზედა მეტრო აქვთ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ამ ქალაქში. ააშენეს არაერთი სადგური და კიდევ აგრძელებენ მშენებელობას. ღია წესით მეტროს მშენებლობა ტრამვაის მაგვარია და სამჯერ უფრო იაფია, ვიდრე მიწისქვეშა მეტრო, შედეგი კი იგივე აქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და სადგურების მოწყობის არეალების ზუსტად შერჩევა და ა.შ. საერთოდ, ეს საჯარო ტრანსპორტის განვითარებას ეხება და სწორი გზაა, გინდა მეტრო იყოს, გინდ ჩქარი ტრამვაი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თბილისის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე.
“კორიდორებზე თუ ვისაუბრებთ, ერთ-ერთი მთგანი დიღმიდან იწყებოდა და დიდუბეში და შემდეგ წერეთლის გამზირის გავლით გადიოდა. რაც შეეხება მეტროს, გენერალურ გეგმაში ჩვენ გვქონდა სამგორიდან “ისთ ფოინთის” მიმართულება და შემდეგ ლილოს ბაზრობა, კახეთის რკინიგზის ხაზი რომ გამოგვეყენებინა. მეტროს განვითარებაზე საუბრისას პირველი ეტაპის ღონისძიებებში ეს იყო, მაგრამ რადგან განცხადება იყო, მასზე გამოკითხვაც უნდა ჩატარდეს და ანალიზი უნდა გაკეთდეს, თუ სად შეიძლება სადგურები მოეწყოს, როგორ და რა მიმართულებებზე. შემდეგ ფასები იქნება გადასახედი. მაინც გეტყვით, რომ მიწისქვეშა მეტროს მშენებლობას მოწინავე ქალაქებში ამჯობინებენ ღია მეტროს, რადგან გაცილებით იაფია”, – დასძენს ბოლქვაძე და შეკითხვაზე – “თბილისის მერიის გეგმაც გასაგებია და გენგეგმის რეკომენდაციებიც, მაგრამ მაინც დამატებით სად საჭიროებს მეტრო დაგრძელებას?” – პასუხობს:
“შესაძლებელია უპრიანი იყოს ტრამვაის განვითარება, რადგან ეს მეტროს მსგავსი ტრანსპორტია. თუ დაიწყეს დიღმიდან დიდუბის მიმართულებით ტრამვაის გაკეთება. შეიძლება ის გაგრძელდეს კიდეც წერეთელზე და იყოს მომგებიანი”.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow