ქართული ტრიუმფი ევროტურნირებზე! - "ტორპედო" და "დილა" მომდევნო ეტაპებზე გავიდნენ
ქართული ტრიუმფი ევროტურნირებზე! - "ტორპედო" და "დილა" მომდევნო ეტაპებზე გავიდნენ

გორის „დილამ“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი წარმატებით ჩაატარა და ლუქსემბურგული „რასინგი“ საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა.
გადამწყვეტი გოლი შეხვედრის დამატებულ დროში, 90+1-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ გაიტანა, რომელმაც აბუბაქარ კონტეს შესანიშნავი ასისტი გამოიყენა და გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
პირველი მატჩის (2:1) მოგების შემდეგ, გორელებმა ორი თამაშის ჯამში 3:1 იმარჯვეს და საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.
„დილას“ მომდევნო მეტოქე ლატვიური „რიგა“ იქნება — დაპირისპირება კიდევ უფრო მაღალი დონის იქნება და გუნდი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას.
შედეგი:
დილა 1:0 რასინგი
გოლი: იბრაჰიმა დრამე 90+1’ (ასისტი – აბუბაქარ კონტე)
ქუთაისის „ტორპედომ“ უეფა-ს კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ურთულესი ბარიერი გადალახა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. პირველი მატჩის დამაჯერებელი გამარჯვების (4:3) შემდეგ, შიმკენტში გამართული განმეორებითი შეხვედრა ყაზახურ „ორდაბასთან“ ფრედ – 1:1 დასრულდა, რაც ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
ანგარიში მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა და „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა. 49-ე წუთზე გუნდმა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – სოლომონ კვერკველიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, რის გამოც ტორპედო თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული თამაშობდა.
მატჩის მიწურულს, დამატებულ დროში, „ორდაბასმა“ ანგარიში გაათანაბრა — 96-ე წუთზე აბილაიხან ჟუმაბეკმა გაატანა. თუმცა საბოლოო ჯამში (5:4 ორმატჩიან დაპირისპირებაში), გამარჯვება მაინც ქუთაისელებს დარჩათ.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოს“ ლეგენდარული კვიპროსული კლუბი – „ომონია“ ელოდება.
ორდაბასი 1:1 ტორპედო
გოლები:
0:1 – ირაკლი ბიძინაშვილი (13’)
1:1 – აბილაიხან ჟუმაბეკი (90+6’)
წითელი ბარათი:
სოლომონ კვერკველია (49’, მეორე ყვითელი)
What's Your Reaction?






