“ქოცნახირო, რამ შეგაშინათ?” – დავით ქაცარავა დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

დავით ქაცარავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 4000 ლარით დააჯარიმა და 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა – გადაწყვეტილება მოსამართლე თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესს დავით ქაცარავა არ დასწრებია. ქაცარავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში “ოცნების” წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს. ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს: შარშან როდესაც ამ სისხლიანი რეჟიმის ცოფიანმა […] The post “ქოცნახირო, რამ შეგაშინათ?” – დავით ქაცარავა დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს appeared first on .

ივნ. 20, 2025 - 20:57
 0
“ქოცნახირო, რამ შეგაშინათ?” – დავით ქაცარავა დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

დავით ქაცარავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 4000 ლარით დააჯარიმა და 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა – გადაწყვეტილება მოსამართლე თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს დავით ქაცარავა არ დასწრებია. ქაცარავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში “ოცნების” წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს.

ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:

შარშან როდესაც ამ სისხლიანი რეჟიმის ცოფიანმა ქოფაკებმა სახის ძვლები დამიმტვრიეს, მერე ზუსტად ჩემი ცემის ამბავზეც მე გამასამართლეს-2000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს და 2 წლით შემიზღუდეს იარაღის ტარების უფლება.
დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეისბუკ პოსტის გამო 4000 ლარი გამომიწერა შაპიტომ, სასამართლოდ წოდებულმა, და ჰოი საოცრებავ – კიდევ 3 წლით ამიკრძალეს იარაღის ტარება.
ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?
აი ამ პოსტთან დაკავშირებით რომ
მასამართლებენ, თეა წულუკიანმა რომ მიჩივლა – ჩართვა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა ჩემი სათქმელი კიდევ ერთხელ, ლაივში მეთქვა თქვენთვის.
თქვენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩემი ონლაინ ჩართვა ვერ ხერხდება და უჩემოდ დაიწყო ეს შაპიტოს სხდომა, ამიტომ მოკლედ ჩემს სათქმელს აქ გეტყვით:
ქოცებო!
რუსის მონები ბევრი მიზეზის გამო ხართ, მაგრამ რადგან ამ
კონკრეტული პოსტის გამო მასამართლებთ, იცოდეთ, რომ ყველა ის ქოცი, გინდა საჯარო პირი იყოს და გინდა ამ რუსული რეჟიმის მხარდამჭერი, რუსის მონაა, ვინც რუსულ ნარატივს ემსახურება და ამტკიცებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ვინც აუგად და დამამცირებელი ტონით მოიხსენიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეებს, რიგითიდან დაწყებული და გენერლებით დამთავრებული!
შეიკრიბეთ ეხლა ყველა და კოლექტიური საჩივარი დაწერეთ, მონებო!
——————————————————————————————————————————
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

The post “ქოცნახირო, რამ შეგაშინათ?” – დავით ქაცარავა დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow