ყველა დეტალი შეთანხმებულია - "მანჩესტერ სიტიმ" ტრაფორდის ტრანსფერს მიაღწია
ყველა დეტალი შეთანხმებულია - "მანჩესტერ სიტიმ" ტრაფორდის ტრანსფერს მიაღწია

გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში ტრაფორდი მანჩესტერში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. როგორც ირკვევა, "სიტი“ 21 წლის მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი სწორედ "სიტის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა მისი გაყიდვის შემდეგ კარიერა დროებით "ბარნლიში“ განაგრძო, სადაც 2023 წლიდან დღემდე 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 31-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
მეკარით "ნიუკასლიც“ იყო დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ ტრაფორდმა არჩევანი პეპ გვარდიოლას გუნდზე გააკეთა, რაც "სიტისთვის“ კიდევ ერთი გრძელვადიანი ინვესტიციაა კარიერულად მზარდ ფეხბურთელში.
What's Your Reaction?






