“ყოფილი პოლიციელი მემუქრება და სახლთან მისაფრდება” – ვასო ფხაკაძე

ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი შურისძიებით ემუქრება. მსახიობმა პროკურატურას საჩივრით მიმართა. ფხაკაძე გაბიტაშვილის უწყებაში ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილთან ერთად მივიდა. ფხაკაძე ამბობს, რომ მის სახლში ძველი მეზობელი, ყოფილი პოლიციელი მივიდა და ოჯახის წევრებს მოტყუებით გამოართვა ნომერი, რამდენჯერმე დაურეკა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. “ჩემი ყოფილი მეზობელია, დიდი ხანია მანდ აღარ ცხოვრობს. საღამოსკენ ჩემთან სახლში ასულა, მე სახლში არ ვიყავი. უთქვამს, […] The post “ყოფილი პოლიციელი მემუქრება და სახლთან მისაფრდება” – ვასო ფხაკაძე appeared first on .

მარ. 14, 2025 - 16:57
 0
“ყოფილი პოლიციელი მემუქრება და სახლთან მისაფრდება” – ვასო ფხაკაძე

ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი შურისძიებით ემუქრება. მსახიობმა პროკურატურას საჩივრით მიმართა. ფხაკაძე გაბიტაშვილის უწყებაში ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილთან ერთად მივიდა.

ფხაკაძე ამბობს, რომ მის სახლში ძველი მეზობელი, ყოფილი პოლიციელი მივიდა და ოჯახის წევრებს მოტყუებით გამოართვა ნომერი, რამდენჯერმე დაურეკა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

“ჩემი ყოფილი მეზობელია, დიდი ხანია მანდ აღარ ცხოვრობს. საღამოსკენ ჩემთან სახლში ასულა, მე სახლში არ ვიყავი. უთქვამს, ვასოსთან მაქვს საქმე კორპუსის თაობაზეო, ტელეფონი მინდაო და მისცეს ტელეფონი. ეს ტიპი სამი წელია იქ აღარ ცხოვრობს. რამდენიმე ხანში მირეკავს უცხო ნომერი, ისმის რაღაცა გინება, ბიჭო შენ როგორ იხუმრე, ჩემზე იხუმრე? მე ვერ ვიგებ თავიდან ვინაა. გელოდები ახლა აქ და მოდი, თან მეუბნება პატრულის თანამშრომელი. რა დღეშია ხომ ხვდებით. არადა ის ხუმრობა რომ ნახოთ, ხუმრობაა ჩვეულებრივი, ამან მიიღო რატომღაც თავის თავზე, მაგრამ, ეს ალბათ დაგეგმილია და მოგზავნილი პროვოკატორია. მე ვუთხარი, მეთქი “ტვ პირველში” ვარ და თუ გინდა ჩემი ნახვა, გამოდი-მეთქი. მერე გამითიშა, მერე ისევ დამირეკა, მოდი აქო, სახლთან “აბირჟავებდა”, უნდოდა რომ მივსულიყავი”, – ამბობს ვასო ფხაკაძე. 

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ პტროკურატურას მტკიცებულებებს წარუდგენენ, მათ შორის საუბარია ვიდეო-ჩანაწერზე, სადაც ყოფილი პოლიციელი ვასო ფხაკაძეს ემუქრება.

უფლებადამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს ერთ დეტალზე, რომ როდესაც მიშა ანდღულაძეს თავს დაესხნენ, მაშინ კომენტარებში ტროლ-ბოტები წერდნენ, რომ მსგავსი თავდასხმა ვასო ფხაკაძეზეც უნდა განხორციელებულიყო, შესაბამისად თორნიკე მიგინეიშვილს ეჭვი აქვს, რომ წინასწარ დაგეგმილ სადამსჯელო ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

The post “ყოფილი პოლიციელი მემუქრება და სახლთან მისაფრდება” – ვასო ფხაკაძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow