შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა – მამა შალვას განმარტება

„ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა. სადავო თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“  ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა. „ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან … შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა – მამა შალვას განმარტება Read More » The post შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა – მამა შალვას განმარტება appeared first on elNews.ge.

მაი. 10, 2025 - 10:57
 0
შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა – მამა შალვას განმარტება

„ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.

სადავო თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“  ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.

„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!

რაც შეეხება დაოჯახებას და ჯვრისწერას, ადამიანს ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს. გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უძღვნის მეორე ადამიანს და უნდა გააბედნიეროს. მაისი ყველაზე ლამაზი თვეა, ვარდი ყვავილობს და ყველას ვურჩევ, ჯვარი მაისში დაიწერონ. ყველაფერი ლამაზია, გაზაფხულის სუნი ტრიალებს.

მაისში ქორწილი, მგონი, ყველაზე ლამაზია, არც სიცხეა, არც სიცივე.

მაისში ქორწილის კი არა, თავიანთი არასწორი გადაწყვეტილების უნდა ეშინოდეთ,“ – ამბობს მამა შალვა.

წყარო : Primetime.ge

The post შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა – მამა შალვას განმარტება appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow