შვიდწლიანი მოლოდინის შემდეგ ილონ მასკმა სურვილი რეალობად აქცია და Tesla Diner გახსნა – რას სთავაზობს სწრაფი კვების ობიექტი მომხმარებელს?
Tesla Diner – ეს არის რეტროფუტურისტულ სტილში შექმნილი სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც 1950-იანი წლების ესთეტიკას, ავტოკინოთეატრს, Cybertruck-ის დიზაინსა და ტექნოლოგიურ მომსახურებას აერთიანებს. სტუმრებს შეუძლიათ შეუკვეთონ საკვები პირდაპირ Tesla-ს ეკრანიდან და მიირთვან მანქანიდან გაუსვლელად. სივრცე მოიცავს რობოტ “Optimus”-ის მომსახურებასაც. მასკის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია. Tesla Diner ჰოლივუდში Tesla-ს უახლესი დამტენი სადგურების კომპლექსის ნაწილი გახდა. აქ ორ […]


Tesla Diner – ეს არის რეტროფუტურისტულ სტილში შექმნილი სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც 1950-იანი წლების ესთეტიკას, ავტოკინოთეატრს, Cybertruck-ის დიზაინსა და ტექნოლოგიურ მომსახურებას აერთიანებს. სტუმრებს შეუძლიათ შეუკვეთონ საკვები პირდაპირ Tesla-ს ეკრანიდან და მიირთვან მანქანიდან გაუსვლელად. სივრცე მოიცავს რობოტ “Optimus”-ის მომსახურებასაც. მასკის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
Tesla Diner ჰოლივუდში Tesla-ს უახლესი დამტენი სადგურების კომპლექსის ნაწილი გახდა. აქ ორ უზარმაზარ LED ეკრანთან მოწყობილია ავტოკინოთეატრი. მომხმარებლებს შეუძლიათ ფილმების ყურება პირდაპირ მანქანიდან, დამუხტვის პროცესში ხმა ავტომატურად სინქრონიზდება Tesla-ს აუდიო სისტემასთან, რაც გამორიცხავს რადიოს ან ყურსასმენების გამოყენების საჭიროებას.
მენიუში წარმოდგენილია კლასიკური ამერიკული სწრაფი კვების კერძები: ბურგერები, ფრი, ჰოთ-დოგები, ქათმის ფრთები და მილქ შეიქები. თუმცა, ილონ მასკისთვის დამახასიათებელი ირონიაც იგრძნობა: კერძები მიწოდებულია Cybertruck-ის სტილში შექმნილ შეფუთვაში, რაც სტუმრებისთვის დამატებით შთაბეჭდილებებს ქმნის.
Tesla Diner-ში ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა ჰუმანოიდი რობოტი Optimus, რომელიც პოპკორნის დარიგებაზე არის პასუხისმგებელი. შეკვეთების გაკეთება შესაძლებელია უშუალოდ Tesla-ს მანქანის ეკრანიდან. საკვებს Wi-Fi-ით დაკავშირების შემდეგ ირჩევთ და მას ადგილზე, მანქანასთან თანამშრომლები მოგიტანენ.
ილონ მასკმა რეტრო კაფეს გახსნის იდეა პირველად 2018 წელს გააჟღერა. თავდაპირველად ეს იდეა ბიზნესმენის მორიგ სურვილად აღიქმებოდა, თუმცა 2023 წელს პროექტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. Tesla Diner ოფიციალურად წლის 21 ივლისს გაიხსნა. ილონ მასკის თქმით, თუ პროექტი წარმატებული იქნება. Tesla მსგავსი რესტორნების გახსნას გეგმავს მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და ავტო მაგისტრალების გასწვრივ. იდეა მიზნად ისახავს დამუხტვის პროცესის გართობად გადაქცევას.
What's Your Reaction?






