"ჩემი ყველაზე დიდი ნიჭი ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობაა" - ოთარ კიტეიშვილი

Derstandard-მა ქართველ ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც შტურმ გრაცის ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა

ივნ. 23, 2025 - 22:27
 0
"ჩემი ყველაზე დიდი ნიჭი ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობაა" - ოთარ კიტეიშვილი
Derstandard-მა ქართველ ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც შტურმ გრაცის ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

„გრაცის „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულში მოვხვდი. თამაშს სტადიონიდან ვუყურე და შესანიშნავი გულშემატკივრების წყალობით ეს ატმოსფერო მაშინვე მომეწონა. თავშეკავებული ვარ და ახლო ურთიერთობების დასამყარებლად დრო მჭირდება. ახლა გრაცი ჩემი მეორე სახლია. სწორედ ამიტომ ვარ აქ.

ქართული დამწერლობა ლამაზი და ძველია? მეც ასე ვფიქრობ. ჩემი თანაგუნდელები ამბობენ, რომ არაბულ ანბანს ჰგავს. სკოლის შემდეგ ვფიქრობდი უნივერსიტეტში სწავლაზე. მინდოდა, მეორე პროფესია მქონოდა, რადგან ფეხბურთელმა არასდროს იცი, რა მოხდება, რამდენ ხანს ითამაშებ.

რასმუს ჰოილუნდი ალბათ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო, ვისთან ერთადაც „შტურმში“ მითამაშია. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მანი საქარია იყო. მენატრება და მომავალ კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის ორი დღე აქვს. ქვეყანამ პირველად რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა, 1991 წლის 9 აპრილს კი საბჭოთა კავშირიდან გამოვედით. ჩვენ დიდი ხანი ვიყავით რუსეთის გავლენის ქვეშ. მაგრამ ამაყი ხალხი ვართ და ჩვენთვის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

ჩვენი ნაკრები პირველად დიდ ტურნირზე 2024 წელს მოხვდა. გუნდი ერთად იყო მთელი თვე და ეს დრო ჩემს კარიერაში საუკეთესო გახლდათ. ძალიან გავერთეთ, უამრავი დადებითი ენერგია მივიღეთ და გავიხარეთ. საუზმიდან ვახშმამდე ერთად ვიყავით. ოთახში მხოლოდ დასაძინებლად ავდიოდით.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე კი საყრდენად უფრო მეტად იმიტომ მიყენებენ, რომ დისციპლინირებული და ცოტა უფრო გამოცდილი ვარ, ვიდრე ახალგაზრდა შემტევი მოთამაშეები. დანარჩენები თამაშობენ იმას, რაც საუკეთესოდ გამოსდით. ამან გაამართლა.

მიყვარს ჩოგბურთის და კალათბურთის თამაში და სპორტული რეპორტაჟების, საფეხბურთო მატჩების და ასევე ფორმულა 1-ის ყურება, რომლის სიმულატორი მქონდა და ძალიან კარგად გამომდიოდა. ჩემი ყველაზე დიდი ნიჭი ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობაა. ეს მეხმარება, ბოლო წუთებში დამატებითი ძალები რომ მოვიკრიბო. ეს ფსიქოლოგიური საკითხიცაა.

თუ სხვა ლიგაში თამაშს შემომთავაზებენ, დავფიქრდები. ვინ იცის, შევძლებ თუ არა ფეხბურთში მაქსიმუმის მიღწევას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფეხბურთი ძალიან რთული რამ არის. არ არსებობს სახელმძღვანელო, თუ რა უნდა გააკეთო წარმატების მისაღწევად. თუ შენ არ ახვალ მაღალ დონეზე, მაშინ იქ სხვა მოხვდება.

- თქვა ოთარ კიტეიშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow