"ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ნაკრები ძალიან მოსწონთ" - კაბო-ვერდეს თავკაცის მატჩისშემდგომი კომენტარი
"იმედია თქვენს ქვეყანაში კიდევ დავბრუნდებით" - კაბო-ვერდეს მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომი კომენტარი

„რთული და საინტერესო მატჩი ჩავატარეთ. ორივე ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი, რადგან ფეხბურთელებმა მწვრთნელის მიერ მიცემული დავალებები კარგად შეასრულეს. საქართველოს ნაკრებმა ასევე კარგი შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში სანახაობრივი და საყურადღებო თამაში ვიხილეთ.“
ბრიტოს თქმით, კაბო ვერდეს ნაკრებმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნა შეძლო და შედეგის მიხედვით გამარჯვებასაც იმსახურებდა:
„90 წუთის განმავლობაში რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და, ლოგიკურად, შეიძლებოდა თამაშიც მოგვეგო. თუმცა, ასეთ შეხვედრებში მთავარი არა მხოლოდ შედეგია, არამედ თამაში და სარგებელი, რომელსაც ამხანაგური მატჩი გუნდს სთავაზობს.“
საინტერესო იყო ბრიტოს კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების პოპულარობაზე კაბო ვერდეში:
„გასულ წელს ევროპის ჩემპიონატს თვალს კაბო ვერდეშიც ვადევნებდით. უნდა გითხრათ, რომ თქვენს ნაკრებს დიდი სიმპათიით ადევნებენ თვალს და ქართველი ფეხბურთელები ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულები გახდნენ. ისინი შთაგონების წყაროც არიან ახალგაზრდა გულშემატკივრებისთვის. თუმცა კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის გამორჩევა არ მსურს — მთელი გუნდი ძალიან საინტერესო და ძლიერი კოლექტივია.“
ბოლოს, პედრო ბრიტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ექნებათ შანსი ჩვენი ქვეყნის სტუმრობისა:
„მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენი ნაკრების მოწვევისთვის. გვიხარია, რომ ასეთი მაღალი დონის ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გეწვევით თქვენს ლამაზ ქვეყანაში.“
What's Your Reaction?






